სხვა

1:28 | 28.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

პირველი საწვრთნელი მატჩი უკრაინასთან

 

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა კვირას კონჩა-ზასპეში საწვრთნელი შეხვედრა გამართა უკრაინის ეროვნულ გუნდთან და 20:24 დამარცხდა.

ჩვენს გუნდში ყველაზე შედეგიანები იყვნენ რატი მსხვილიძე და ირაკლი ჩიქოვანი. ნაკრებს კიევში დაემატა სერგო დათუკაშვილი, კიდევ ერთი ლეგიონერი, რევაზ ჭანტურია კი გუნდს მეორე მატჩისთვის შეუერთდება. თამაში გამოტოვა ვლადიმერ რუსიამ, რომელსაც ხელის მცირე ტრავმა აქვს.

ორშაბათს უკრაინისა და საქართველოს ნაკრებები კიდევ ერთხელ ითამაშებენ და შემდეგ ჩაერთვებიან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში.

უკრაინას მატჩი აქვს ლუქსემბურგთან, ხოლო საქართველოს ნაკრები გაემგზავრება პანევეჟისში, ლიტვასთან პირველი მატჩის სათამაშოდ – 30 ოქტომბერს.

3 ნოემბერს თბილისში ვმასპინძლობთ ფინეთს. ამის შემდეგ ტურნირზე შესვენებაა და ბოლო 4 ტური იანვარში გაიმართება. ჯგუფში მეოთხე გუნდია თურქეთი. პლეიოფში გადის მხოლოდ გამარჯვებული.

 

27 ოქტომბერი, კონჩა ზასპე

უკრაინა – საქართველო 24:20

საქართველო: თევზაძე, ტორონჯაძე - მსხვილიძე 7, ჩიქოვანი 6, დათუკაშვილი 4, ტალახაძე 2, გვაზავა 1, ბერძენიშვილი, გოგალაძე, ამირანაშვილი, აბრამიშვილი, გამზარდია.

 

მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპის პირველი ეტაპი

პირველი ჯგუფი: ლიტვა, თურქეთი, საქართველო, ფინეთი

 

30 ოქტომბერი: ლიტვა - საქართველო, ფინეთი - თურქეთი

3 ნოემბერი: თურქეთი - ლიტვა, საქართველო-ფინეთი

2 იანვარი: ფინეთი - ლიტვა, თურქეთი - საქართველო

4-5 იანვარი: ლიტვა - ფინეთი, საქართველო - თურქეთი

8-9 იანვარი: საქართველო - ლიტვა, თურქეთი - ფინეთი

11-12 იანვარი: ლიტვა - თურქეთი, ფინეთი - საქართველო

 

მეორე ჯგუფი: სლოვაკეთი, რუმინეთი, კვიპროსი, იტალია

მესამე ჯგუფი: სლოვენია, უკრაინა, შვეიცარია, ლუქსემბურგი

მეოთხე ჯგუფი: ჰოლანდია, ისრაელი, საბერძნეთი, ბელგია

მეხუთე ჯგუფი: პორტუგალია, ბოსნია, ლატვია, ესტონეთი

 

 

საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრესსამსახური

0.11215