საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდა სამბისტთა ნაკრებებმა თბილისში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი გუნდური ოქროს მედლებით დაასრულეს, ვერცხლის მედლები კი, რუსეთის ნაკრებს ერგო.
სპორტის სასახლეში დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა და ქალთა 18 და 20-წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში სამ-სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ქართველმა სამბისტებმა, მთლიანობაში, 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონები ჭაბუკთა ნაკრების წევრი ლაშა გიუნაშვილი (56 კგ) და ახალგაზრდული გუნდის წარმომადგენელი გენადი ჩირგაძე (57კგ) გახდნენ. ჭაბუკთა ნაკრების წევრები მიხეილ ჩოხელი (70) და ალექსანდრე ტვილდიანი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. ასევე ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ: 20- წლამდელებში არჩილ შინჯიკაშვილი (100 კგ), 18-წლამდე გოგონათა ნაკრების წევრი ცირა აბულაძე (48 კგ) და 20-წლამდელთა გუნდის წარმომადგენელი შორენა სარაძე (64კგ).
ოთო მაღლაკელიძე