ჩოგბურთი

9:39 | 18.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

პირველად ცინცინატიში

ქალთა რეიტინგსიის ლიდერმა სერენა უილიამსმა ცინცინატის ტურნირზე პირველად მოახერხა გამარჯვების მოპოვება. შარშან უილიამს-უმცროსი ფინალში დამარცხდა, წლეულს კი ოჰაიოს შტატის შეჯიბრების გადამწყვეტი მატჩი სერბ ანა ივანოვიჩს 6:4, 6:1 მოუგო და 900 სარეიტინგო ქულასთან ერთად 467300 დოლარიც მოიხვეჭა.

სერენასა და ანას ფინალი საათსა და 2 წუთს გაგრძელდა. უილიამსის აქტივში 12 ეისი და 4 ბრეიკია. უილიამს-უმცროსისა და ივანოვიჩის ურთიერთშეხვედრების ანგარიში 7:1 გახდა ამერიკელის სასარგებლოდ. სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ტრიუმფატორმა სერენამ კარიერის განმავლობაში 62-ე შეჯიბრებაზე იმარჯვა, წლეულს კი მეხუთე ტურნირი მოიგო.

 

0.115652