“ბრუკლინ ნეთსის” ფორვარდი პოლ პირსი ნბა-ს ხელმძღვანელობამ 15 ათასი დოლარით დააჯარიმა, რისი მიზეზი უხეში ფოლი გახდა. ლიგაში ჩათვალეს, რომ “
აღნიშნული ინციდენტი “ბრუკლინის” და “ინდიანას” მატჩის მე-3 მეოთხედის დასრულებამდე 04:22 წუთით ადრე მოხდა, როდესაც “პეისერზი” 66:47 იგებდა და თამაშის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი გახლდათ.
უხეშობის გამო პირსი მოედნიდან გააძევეს, ყველაზე საინტერესო კი ის გახლდათ, რომ იმ დროისთვის “ნეთსის” ერთ-ერთ ვარსკვლავს ქულაც კი არ ჰქონდა აღებული.