ფეხბურთი

14:43 | 28.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

პირლო: “რა თქმა უნდა, ვრჩები”

ტურინის “იუვენტუსის” ვეტერანი ნახევარმცველი ანდრეა პირლო კლუბის გამოცვლას არ გეგმავს. ამის შესახებ 34 წლის იტალიელმა აპენინურ მედიასაშუალებებს განუცხადა.

“ჩემი მომავალი? ცხადია, “იუვეში” ვრჩები”, - მოკლე და კონკრეტული პასუხით შემოიფარგლა “მილანის” ყოფილი შუახაზელი.

გავრცელებული ინფორმაციით, პირლო ტურინელებთან კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივებას გეგმავს. მისი წლიური ჯამაგირი 4 მილიონი ევრო იქნება.

 

0.103486