ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. 35 წლის იტალიელი ეროვნული ნაკრების დატოვებას მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გეგმავს.
“წინ ბევრი მნიშვნელოვანი მატჩია და მხოლოდ ფეხბურთზე უნდა ვიყო კონცენტრირებული. რაც შეეხება “იუვესთან” ახალ კონტრაქტს, ხელმძღვანელობას მალე შევხვდები და ყველაფერს შევათანხმებთ. ტურინში ყველა პირობაა იმისთვის, რომ დარჩე და ითამაშო. “რეალი”? ანჩელოტისთან ხშირად ვსაუბრობ, მაგრამ ტრანსფერის თაობაზე სიტყვაც არასდროს გვითქვამს. არც “მილანში” გადასვლას ვაპირებ.
35 წელი სერიოზული ასაკია. დროა, ეროვნულ ნაკრებში ადგილი ახალგაზრდებს დავუთმო. რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს ვითამაშებ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, მხოლოდ საკლუბო კარიერაზე გადავერთვები”, - განუცხადა პირლომ იტალიურ პრესას.