ფეხბურთი

13:28 | 21.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

პირლო “იუვენტუსში” რჩება

ფლორენციის “ფიორენტინასთან” უეფას ევროპის ლიგის 1/8-ფინალურ მატჩში (1:0) გამარჯვების გოლის ავტორმა ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ  მომდევნო სეზონშიც ტურინის “იუვენტუსის” ღირსებას დაიცავს.

“ბევრი ამბობს, რომ უკვე დავბერდი, მაგრამ თამაშისგან ჯერ კიდევ დიდ სიამოვნებას ვიღებ. არ ვიცი, ამ თვეში გავახანგრძლივებ თუ არა კონტრაქტს, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ “იუვენტუსში” ვრჩები”, - განუცხადა ვეტერანმა შუახაზელმა Football Italia-ს.

შეგახსენებთ, რომ პირლოს შედეგიანმა საჯარიმო დარტყმებმა “იუვენტუსს” უკანასკნელი ორი მატჩი (“ჯენოასთან” და “ფიორენტინასთან”) მოაგებინა.

 

0.115732