“იუვენტუსის” ვეტერანი ნახევარმცველი ანდრეა პირლო აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტი ტურინულ გუნდში დარჩენაა.
პირლოსა და “იუვენტუსს” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის და მიუხედავად იმისა, რომ მხარეები მოლაპარაკებებს დიდი ხანია აწარმოებენ, ახალი ხელშეკრულების გაფორმება ჯერ ვერ მოხერხდა.
“ნამდვილად ვიცი, რომ “იუვენტუსში” დარჩენა მინდა. ხელმძღვანელობას უახლოეს დღეებში შევხვდები. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
თამაში ძველებურად მინდა. არ ვიცი, როდის დავასრულებ კარიერას. სანამ ვარჯიშისა და ბრძოლის სურვილი მექნება, ფეხბურთის თამაშს გავაგრძელებ.” – განაცხადა პირლომ Radio 105-თან საუბრისას.