ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ბაიერნთან” განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბავარიულმა კლუბმა მოგება ალალად დაიმსახურა.
“ვულოცავ “ბაიერნს” ღირსეულ გამარჯვებას. დღეს ჩვენზე უკეთესად ითამაშა და მოგებაც დაიმსახურა. სტუმრად თამაში ყოველთვის ძნელია. მით უმეტეს მაშინ, როცა პირველსავე წუთზე გოლს უშვებ. სამწუხაროდ, ამ თამაშშიც ასე მოხდა და საბოლოოდ მძიმე შედეგი მივიღეთ, მაგრამ წინ კიდევ ერთი თამაშია. იმედია, სიტუაციის საჩვენოდ შემოტრიალებას შევძლებთ”, – განაცხადა ანდრეა პირლომ.