ფეხბურთი

13:44 | 21.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

პირლო ბრაზილიასთან გამოირიცხა

იტალიის ეროვნული ნაკრების ლიდერი ანდრეა პირლო ბრაზილიის ნაკრებთან კონფედერაციის თასის ჯგუფური ეტაპის მე-3 მატჩში ვერ ითამაშებს. Football Italia-ს ცნობით, ტურინის “იუვენტუსის” შუახაზელს მარჯვენა ფეხზე დისკომფორტი აქვს.

პირლომ ტკივილი იაპონიასთან მატჩში (4:3) იგრძნო. იტალიელი ექიმების თქმით, ნახევარმცველი კონფედერაციის თასის 1/2-ფინალისთვის მზად იქნება, მაგრამ ჯგუფურ ეტაპში თამაშს ვეღარ შეძლებს. გარდა ამისა, ტურნირის მასპინძლებთან მატჩში, იტალიელები დანიელე დე როსისაც მოისაკლისებენ, რომელიც ორი ყვითელი ბარათის დაგროვების გამო, დისკვალიფიცირებულია.

გადაწყვეტილია, რომ მომდევნო ეტაპზე ბრაზილიაც ითამაშებს და იტალიაც. გასარკვევი პირველადგილოსნის ბედია, რომელიც 1/2-ფინალში ესპანეთის ნაკრებთან ჯახს აიცილებს.

 

0.117087