ფეხბურთი

16:21 | 12.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

პირლო 2016 წლამდე გაახანგრძლივებს

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი ანდრეა პირლო კლუბთან კონტრაქტს 2016 წლამდე გაახანგრძლივებს. აპენინური პრესის ცნობით, “ბებერი სინიორა” ოფიციალურ განცხადებას 2 თებერვალს, მილანის “ინტერთან” მატჩის შემდეგ გააკეთებს.

ცოტა ხნის წინათ, ცნობილი გახდა, რომ 34 წლის იტალიელი ტურინელებთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე თანახმა იყო, ახლა კი, კონტრაქტის დეტალებიც გაირკვა: პირლო “იუვენტუსში” 2016 წლამდე დარჩება და მისი წლიური ანაზღაურება 4 მილიონი ევრო იქნება. გარდა ამისა, პერიოდულად, შუახაზელს ბონუსებიც დაერიცხება. 

 

0.131563