კალათბურთი

23:53 | 19.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

პირეოსელთა მე-3 გამარჯვება

პირეოსის “ოლიმპიაკოსმა”, რომლის რიგებშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ირიცხება, საბერძნეთის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში “პანიონიოსს” ზედიზედ მე-3 მატჩი მოუგო.

შინაურ კედლებში მოპოვებული 2 გამარჯვების შემდეგ, პირეოსელები ათენში ჩავიდნენ და დაძაბულ მატჩში 93:90 მოიგეს. შერმადინმა მხოლოდ 07:41 წუთი ითამაშა და ერთ ქულას და ორ მოხსნას დასჯერდა. გიორგიმ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

“ოლიმპიაკოსის” რიგებში საუკეთესო გუნდის კაპიტანი ვასილის სპანულისი იყო 22 ქულით, 5 მოხსნით და 5 პასით. თავის მხრივ, “პანიონიოსს” 25 ქულით ამერიკელმა ერიკ მაკკოლუმმა ულიდერა.

ფინალურ სერიაში, დიდი ალბათობით, მარადიული მეტოქეები “ოლიმპიაკოსი” და “პანათინაიკოსი” ითამაშებენ. “მწვანეები” მე-2 ნახევარფინალში სალონიკის პაოკ-ს ასევე 3:0 ამარცხებენ.

0.145164