ფეხბურთი

12:36 | 18.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

პინტო “ბარსას” ტოვებს

 

კატალონიის “ბარსელონას” ვეტერანმა კარის დარაჯმა ხოსე მანუელ პინტომ “კამპ ნოუდან” აბარგება გადაწყვიტა. ესპანური მედიის ცნობით, 38 წლის მეკარე “ბლაუგრანასთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.

პინტოს კატალონიელებთან მოქმედი ხელშეკრულება ივნისში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ესპანელმა კლუბის მესვეურებს უკვე უთხრა, რომ სამომავლოდ, მისი იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

შეგახსენებთ, რომ პინტო “ბარსელონაში” 2007 წლიდან ირიცხება და ვიქტორ ვალდესის დუბლიორი გახლავთ. პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში, ესპანელმა 8 მატჩი ჩაატარა.

0.11748