კატალონიის “ბარსელონას” ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე ტიაგო ალკანტარას გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ საურობს და აცხადებს, რომ კატალონიელებმა 22 წლის ნახევარმცველის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნონ.
“არსებობს იმის ალბათობა, რომ ტიაგომ გუნდი დატოვოს. ის უნდა დავარწმუნობთ, რომ ფეხბურთის სათამაშოდ “ბარსელონაზე” უკეთესი ადგილი არ არსებობს.
ტიაგოს პოზიციაზე მოთამაშე ისეთ ფეხბურთელს, როგორიც ჩავია, თავის დროზე, ლოდინი მოუხდა, მაგრამ შემდეგ ის საფეხბურთო ეპოქის ნაწილი გახდა.” – აცხადებს ხერარდ პიკე.
ტიაგო ალკანტარას გამოსასყიდი თანხა 18 მილიონი ევროა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი შეძენის სურვილს “მანჩესტერ იუნაიტედი” და მიუნხენის “ბაიერნი” გამოთქვამენ. ამ უკანასკნელს, მომდევნო სეზონიდან, პეპ გვარდიოლა გაწვრთნის, რომელმაც ტიაგო “ბარსელონას” პირველ გუნდში გადაიყვანა.