ფეხბურთი

17:18 | 4.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

პიკე: “რონალდუ ძალიან მეგობრული ადამიანია”

“ბარსელონას” ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე მადრიდის “რეალის” ლიდერზე, კრიშტიანუ რონალუზე საუბრობს და აცხადებს, რომ პორტუგალიელი უკეთესი ადამიანია, ვიდრე ხალხს მასზე წარმოდგენა აქვს.

“რონალდუ, ალბათ, ზედმეტად თამამად მოიქცა, როდესაც განაცხადა, რომ ხალხს მისი შურს, რადგან ის ლამაზი, მდიდარი და კარგი ფეხბურთელია.

კრიშტიანუს კარგად ვიცნობ და შემიძლია გითხრათ, რომ ის ძალიან მეგობრული ადამიანია. საზოგადოებაში მასზე არსებულ წარმოდგენას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.” – აცხადებს ხერარდ პიკე.

შეგახსენებთ, რომ პიკე და რონალდუ, 2004-08 წლებში, “მანჩესტერ იუნაიტედში”, თანაგუნდელები იყვნენ.

0.136475