კატალონიის “ბარსელონას” მცველ ჟერარ პიკეს მიაჩნია, რომ მისმა გუნდმა “მანჩესტერ სიტისთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში გამარჯვება დაიმსახურა.
“თამაშს თითქმის 90 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით. ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ. მეტოქეს სერიოზულად მოვეკიდეთ და წარმატებასაც მივაღწიეთ. მსაჯებმა სამართლიანი გოლი არ ჩამითვალეს. თამაშგარე ნამდვილად არ ყოფილა. მსაჯი გადაწყვეტილებას წამებში იღებს და შესაძლოა, შეცდომა დაუშვას. დემიკელისი ნამდვილად გასაძევებელი იყო. ვფიქრობ, მეტოქეს იქამდეც ვჯობდით, სანამ კაცნაკლულნი დარჩებოდნენ”, - განაცხადა პიკემ მატჩის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” “სიტის” საგარეო მატჩში 2:0 სძლია.