ფეხბურთი

15:52 | 18.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

პიკე “ელ კლასიკოსთვის” მზადაა

კატალონიის “ბარსელონას” მცველ ჟერარ პიკეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ აწუხებს და მადრიდის “რეალთან” მიმდინარე სეზონის მეორე “ელ კლასიკოში” სათამაშოდ მზადაა. ამის შესახებ ესპანური პრესა იუწყება.

27 წლის უკანახაზელმა “ოსასუნასთან” პრიმერა დივიზიონის უკანასკნელი ტურის მატჩი (7:0) ტერფის ტკივილის გამო გამოტოვა. ორშაბათიდან, პიკემ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო და ტკივილი აღარ უგრძვნია.

რაც შეეხება კატალონიელთა კიდევ ერთ მცველ კარლეს პუიოლს, გუნდის კაპიტნის თამაში ჯერაც ეჭვქვეშაა. თუკი 36 წლის ესპანელი მოედანზე გასვლას შეძლებს, ეს მისი უკანასკნელი “ელ კლასიკო” იქნება. მოგეხსენებათ, პუიოლს კარიერის დასრულება გადაწყვეტილი აქვს.

ცნობისათვის, “რეალი” “ბარსელონას” 24 მარტს უმასპინძლებს.

 

0.140867