ფეხბურთი

20:53 | 23.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

პიკე 2 კვირა იუქმებს

კატალონიის “ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე ტრავმირებულია. AS-ის ცნობით, უკანახაზელი ლაზარეთში ორ კვირას გაატარებს.

ესპანელმა ტრავმა “სოსიედადთან” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის შაბათს ჩატარებულ მატჩში მიიღო. პიკეს საზარდული აწუხებს და მის მკურნალობას, სულ ცოტა, 2 კვირა დასჭირდება. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მცველი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს იტალიელებთან ამხანაგურ დაპირისპირებაში ვერ დაეხმარება.

არაა გამორიცხული, პიკემ “მანჩესტერ სიტისთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალური მატჩიც გამოტოვოს.

 

თეგებიჟერარ პიკე
0.121354