“რომას” ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ ჭორებს წერტილი დაუსვა და კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ “ჯალოროსის” ოფიციალური საიტი იუწყება.
ახალი ხელშეკრულების ძალით, 24 წლის ბოსნიელი რომაელთა ღირსებას 2018 წლის 30 ივნისამდე დაიცავს. ნახევარმცველის ძველ კონტრაქტს ვადა 2015 წლის 30 ივნისს ეწურებოდა.
ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, პიანიჩმა “რომას” მაისურით 35 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 6 გოლი და 7 საგოლე პასია. აქვე შეგახსენებთ, რომ ბოსნიელის ხილვა “პარი სენ-ჟერმენს” სურდა.