ფეხბურთი

15:15 | 28.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

პიანიჩის უარი პსჟ-ს

 

“რომას” ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლაზე უარი თქვა. იტალიური მედიის ცნობით, ბოსნიელმა პარიზელებს ოფიციალური უარი შეუთვალა.

ერთ-ერთი რომაული გამოცემის ინფორმაციით, პიანიჩი “ჯალოროსისთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს. ნახევარმცველს რომაელებთან მოქმედი ხელშეკრულება 2015 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ პსჟ-ს გარდა, პიანიჩის ხილვით “მანჩესტერ იუნაიტედი” და კატალონიის “ბარსელონაც” არიან დაინტერესებულნი.

0.118828