იტალიური “რომას” ბოსნიელი ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი კლუბის შეცვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა განუცხადა აპენინელ ჟურნალისტებს.
“ჩემს წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს უკვე მივეჩვიე და უნდა ვაღიარო, რომ ამ ინფორმაციებში გარკვეული სიმართლეცაა. ბევრჯერ ვთქვი, რომ “რომას” ფეხბურთელი ვარ და ამ კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს. ვნახოთ, მომავალში რა მოხდება”, - განაცხადა ბოსნიელმა.
ცნობისათვის, პიანიჩს “ჯალოროსისთან” კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება. მისი ხილვა “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “პარი სენ-ჟერმენს” სურს.