ჭიდაობა

15:26 | 21.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

პეტრიაშვილი რეპეშაჟის ფინალში გადაერთო

ქართველი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი თბილისურ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ნახევარფინალში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი უკრაინის ნაკრების სახელით მოჭიდავე ოსთან, ალენ ზასიევთან ორ პერიოდში 0:1 0:3 დამარცხდა და მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გერმანელ ნიკ მატუჰინსა და მოლდოველ ალექსანდრ რომანოვს შორის მოგებულს დაეჭიდება.

74 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი რუსეთის ნაკრების ყაბარდოელი წევრი ანიუარ გედუევი ნახევარფინალში გავიდა და თუ კიდევ ერთ შეხვედრას მოიგებს, დავით ხუციშვილს ბრინჯაოს მედლის შანსი გაუჩნდება.

 

0.155238