ტრაგედია მოხდა პერუს ჩემპიონატში, "სპორტინგ კრისტალისა" და "რეალ გარსილასოს" შეხვედრის 85-ე წუთზე. "სპორტინგ კრისტალის" 18 წლის მცველი ხაირ კლავიხო უგონოდ დაეცა და ექიმებმა ვერაფერი უშველეს - გული გაუჩერდა და სიკვდილი საკმაოდ სწრაფად დადგა.
ისე, აღსანიშნავია, რომ თამაში ზღვის დონიდან 3100 მეტრ სიმაღლეზე მიმდინარეობდა. კლავიხო ერთ-ერთ პერსპექტიულ მცველად მიიჩნეოოდა პერუში და 20-წლამდელთა ნაკრებშიც თამაშობდა.