ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა საფეხბურთო კლუბ რიგის “სკონტოს” მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტია 200 ლატით დააჯარიმა. ამის შესახებ “სკონტოს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
როგორც ირკვევა, ამა წლის 4 ნოემბერს, პერტიამ გუნდის გასახდელში მწვრთნელებისა და ფეხბურთელების თანდასწრებით, თავდამსხმელ იურის კრივოშეიას სიტყვიერის გარდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
თურმე, კონფლიქტი მას მერე დაიწყო, რაც პერტიამ ფეხბურთელი გასახდელში სიგარეტის მოწევის დროს “გამოიჭირა”. ინციდენტის შემდეგ, კრივოშეიამ თავის მენეჯერთან ერთად ლატვიის ფეხბურთის ფედერაციას მიმართა, რომელმაც ქართველი მწვრთნელი დააჯარიმა.
შეგახსენებთ, რომ განვლილ სეზონში პერტიას მიერ გაწვრთნილმა “სკონტომ” ლატვიის ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა.