ესპანური “სევილიას” ნახევარმცველმა დიეგო პეროტიმ კლუბის შეცვლის სურვილი ღიად დააფიქსირა. ესპანური მედიის ცნობით, 25 წლის არგენტინელს ანდალუსიელთა რიგების დატოვება იანვრის სატრანსფერო სეზონშივე სურს.
რამდენადაც ცნობილია, ნახევარმცველისადმი ინტერესს “მალაგა” და ბრემენის “ვერდერი” იჩენენ, მაგრამ ფეხბურთელს კონკრეტული წინადადება არცერთი კლუბისგან მიუღია. თავის მხრივ, “სევილია” პეროტის გაშვების წინააღმდეგი არაა, მაგრამ სოლიდურ კომპენსაციას ითხოვს.
ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, პეროტიმ სევილიელთა მაისურით 19 მატჩი ჩაატარა.