35 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა, სიმონე პეროტამ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. თავად პეროტას თქმით, ის მის ამჟამინდელ კლუბში, “რომაში” მუშაობის გაგრძელებას აპირებს.
“გადავწყვიტე, რომ “რომაში” ფეხბურთელად აღარ ვიმუშავო. ვფიქრობ, კარიერას დავასრულებ. მინდოდა კარიერა “რომაში” დამემთავრებინა და ასეც ხდება. სავსებით შესაძლებელია, რომ კლუბში დავრჩე და სხვა საქმით დავკავდე.” – განაცხადა პეროტამ თელე ღადიო შტერეო-სთან საუბრისას.
პეროტამ პროფესიონალური კარიერა 1995 წელს, “რეჯინაში” დაიწყო. შემდეგ იყო “იუვენტუსში” ჩატარებული წარუმატებელი სეზონი, რასაც “ბარისა” და “კიევოში” თამაში მოჰყვა. 2004 წელს, პეროტა “რომაში” გადავიდა, რომლის რიგებშიც აქამდე თამაშობდა. პეროტას, საკლუბო კარიერაში ჩატარებულ 573 თამაშში 59 გოლი აქვს გატანილი. აქედან 325 თამაში და 49 გოლი “რომაზე” მოდის. 2002-2009 წლებში, პეროტა იტალიის ნაკრების წევრი იყო. “სკუადრა აძურას” მაისურით ჩატარებულ 48 თამაშში მან თავი 2-ჯერ გამოიჩინა. სიმონე პეროტამ “რომასთან” ერთად იტალიის თასი (2-ჯერ) და სუპერთასი, ხოლო ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.