თამაშგარე

12:02 | 26.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

პერლუიჯი კოლინა “სნიკერსის” სახეა

ლეგენდარულმა იტალიელმა მსაჯმა პერლუიჯი კოლინამ, რომელიც ამჟამად უეფაში მსაჯთა ხელმძღვანელად მუშაობს, უარი მაინც არ თქვა სარეკლამო საქმიანობაზე და ერთი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი ამერიკელ შოკოლადის მწარმოებლებთან. კოლინა ერთი წლის განმავლობაში შოკოლად ”სნიკერსის” სარეკლამო სახე იქნება.
როგორც უკვე ვთქვით, იტალიელი მსაჯი ამჯამად ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში ჩინოსანია და ერთი შეხედვით სულაც არ არის მოსაწონი, როდესაც საფეხბურთო საქმოსანი რეკლამებში მინაწილეობს. თუმცა, პერლუიჯი საზოგადო აზრს ყურადღებას მაინც არ აქცევს.
ყოფილი არბიტრის თქმით, მის სარეკლამო მოღვაწეობას და სამსაჯო ამბებს ერთმანეთთან არანაირი გადაკვეთა არ აქვს და ამიტომ, არავისი საქმე არაა, თავისუფალ დროს რას გააკეთებს. ამას გარდა, პერლუიჯი მიიჩნევს, რომ ”სნიკერსი” საკმაოდ კარგი პროდუქტია და თავისი საქმიანობით არაფერს აშავებს.
 

0.174543