მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი აცხადებს, რომ ცნობილ იტალიელ სპეციალისტს, კარლო ანჩელოტის “სამეფო კლუბის” ჩაბარების შანსი აქამდე 2-ჯერ ჰქონდა.
“ანჩელოტი? მასზე მეტს აღარ ვისაუბრებ, რადგან იტალიელს სხვა კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს. თუ მკითხავთ, მომწონს თუ არა ის, გიპასუხებთ, რომ კარლო “რეალთან” კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს 2-ჯერ იყო.
ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოიგო. მან იცის, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს სახელოვან ფეხბურთელებთან. ის შესანიშნავად მუშაობს მაშინ, როდესაც მასზე დიდი ზეწოლაა. ვფიქრობ, თავისი შანსის ხელიდან მესამედ გაშვებით ის გულდაწყვეტილი დარჩება.” – ციტირებს პერესის სიტყვებს Marca.