მადრიდის “რეალის” მცველი პეპე ახალგაზრდა თანაგუნდელის – რაფაელ ვარანის წარმატებული ასპარეზობით გახარებულია და მასთან კონკურენციისთვის მზადაა.
“ვარანის თამაში ძალიან მახარებს. მას დიდი მომავალი აქვს. რაფაელს დიდი შრომა დასჭირდა იმისთვის, რომ ასეთ დონეს მიეღწია. რაც შემეხება მე, მომავალშიც შევასრულებ იმას, რასაც მწვრთნელი დამავალებს”, - განუცხადა პეპემ Marca-ს.
მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში წარმატებული თამაშის წყალობით, ვარანმა მადრიდელთა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და ჟოზე მოურინიოს დიდი ნდობა მოიპოვა, რამაც პეპეს სათადარიგოთა სკამზე გადაჯდომა გამოიწვია.