იტალიური “ნაპოლის” მეკარე პეპე რეინა “დორტმუნდთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში თავისი გუნდის თამაშით არცთუ კმაყოფილია.
“ნაპოლიმ” გაცილებით უკეთ უნდა ითამაშოს. ერთადერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის იყო, რომ 3 ქულა ავიღეთ. ვიცოდით, რომ რთული ჯგუფი გვექნებოდა. თანაც, მე-3 კალათიდან “დორტმუნდი” შეგვხვდა”, - განუცხადა ესპანელმა იტალიელ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ “ნაპოლიმ” “დორტმუნდს” 2:1 სძლია.