ფეხბურთი

15:34 | 8.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

პეპე პირველ გუნდს ჩამოაშორეს

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს მისამართით გაკეთებული უსიამოვნო განცხადებების გამო, კლუბის ხელმძღვანელობა მცველ პეპეს დასჯას აპირებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca იუწყება.

“სამეფო კლუბში” მიიჩნიეს, რომ ფეხბურთელმა კორპორატიული ეთიკა და სუბორდინაცია დაარღვია. გარდა ამისა, პეპე სეზონის ბოლომდე პირველ გუნდს ჩამოაშორეს და ტრანსფერზე დააყენეს.

შეგახსენებთ, რომ პეპე მეკარე იკერ კასილიასს გამოექომაგა და მოურინიოს სიტყვებს არაადეკვატური უწოდა.



 

თეგებიპეპე
0.119879