ფეხბურთი

21:41 | 19.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

პეპე “ბარსელონასთან” საეჭვოა

 

მადრიდის “რეალის” ცენტრალურმა მცველმა, პეპემ, შესაძლოა, “ბარსელონას” წინააღმდეგ გასამართ მატჩში ვერ ითამაშოს.

AS-ის ცნობით, პორტუგალიელმა მცველმა, ალერგიის გამო, დღევანდელი ვარჯიში გააცდინა. ივარაუდება, რომ ის კვირამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს, მაგრამ ამის გარანტია არ არსებობს.

ცნობილია, რომ “ბარსელონას” წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ ალვარო არბელოა და ხესე. საეჭვოა მოედანზე ბენზემას გამოჩენა. ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს ანხელ დი მარიაც.

0.115232