ფეხბურთი

9:45 | 30.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: “პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ”

 

მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცმა პეპ გვარდიოლამ, მადრიდის “რეალთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში განადგურების (0:4) შემდეგ, პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო.

“რა თქმა უნდა, მატჩის წაგებით ძალზე იმედგაცრუებულნი ვართ. მეტოქე დიდ უპირატესობას ფლობდა, რაც ტაბლოზეც აისახა. იმან, რაც “არსენალთან” და “მანჩესტერთან” მოგვაგებინა, დღეს არ იმUშავა. თამაშს მადრიდში უფრო ვაკონტროლებდით, ვიდრე მიუნხენში. ესპანეთში რიგი სახიფათო მომენტები შევქმენით, “ალიანს არენაზე” კი, ხეირიანი ვერაფერი გავაკეთეთ და დავმარცხდით.

ცუდად ვთამაშობდით, როცა ბურთი გვქონდა. ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ, რადგან შეცდომა დავუშვი. მიუხედავად ამისა, წინსვლა საჭიროა. ასეთ დიდ საფეხბურთო დაპირისპირებებში, შეცდომებისთვის ყოველთვის გსჯიან.

“ბაიერნი” დიდი კლუბია. ვეცდები, ფეხბურთელები გამოვაფხიზლო. ამ მარცხის დავიწყება ძნელია და ჩვენს მეხსიერებაში დიდ ხანს დარჩება”, - ციტირებს გვარდიოლას მიერ პრესკონფერენციაზე ნათქვამ სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

0.116072