თამაშგარე

11:34 | 25.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

პენანტი და კურტიზანი ქალი

ამჟამად ბრიტანულ ”სტოკ სიტიში” მობურთალი ჯერმეინ პენანტი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მამა გახდა, როგორც აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში მაინც ვერ შეეგუა ოჯახის მამის მშვიდ და უდრტვინველ ცხოვრებას და თავისი არასტაბილური ხასიათი კიდევ ერთხელ იმით გამოავლინა, რომ მეუღლე -  ლარა მერფი და შვილი - ტრეი მიატოვა და საცხოვრებლად ბრიტანეთში სახელგანთქმულ მეძავთან, ელის გუდვინთან გადავიდა. ეს ის ელის გუდვინია, რომელიც თავის დროზე, ”მანჩესტერ იუნაიტედში” მოთამაშე კრიშტიანუ რონალდუს სარეცელს ავსებდა და ეს არცთუ უხარისხოდ გამოსდიოდა.
რაც შეეხება ჯერმეინ პენანტს, მისი სახლიდან გაქუსვლა, პენანტის ცოლის, ლარა მერფისათვის დიდი მოულოდნელობა და ფრიად უცნაური ”სიურპრიზი” აღმოჩნდა. ლარა ამბობს, რომ სანამ პენანტი კურტიზან ქალთან გადაბარგდებოდა, წინა დღეებში ძალიან კარგად იქცეოდა, ცოლ-შვილს თავზე დაჰფოფინებდა და წინასწარ აწყობდა გეგმებს, თუ როგორ დაისვენებდა მთელი ოჯახი მომავალ ზამთარს შვეიცარიის ალპებში. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, პენანტის ცხოვრების ჩარხი სულ სხვაგვარად მოტრიალდა და დღეს ამ შავტუხა კაცის გვერდით ელის გუდვინია წამოდრანგული.
ეს ყველაფერი გასაგებია და ახლა თავად ჯერმეინ პენანტის აზრს არ იკითხავთ მის ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების შესახებ?! ფრიად კმაყოფილი სახით, ჯერმეინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, როგორც იქნა, გუდვინთან ერთად  ცხოვრებისეული ბედნიერება იპოვა და ძალიან უკვირს, თუ რატომ ვერ ხვდებოდა აქამდე, ვისთან შეიძლება ყოფილიყო ასეთი ბედნიერი. ვნახოთ, რამდენი ხანი გაგრძელდება ელის გუდვინისა და ჯერმეინ პენანტის ბედნიერება, მაგრამ სანამ ამაზე ვიმკითხავებდეთ, ისიც გავიხსენოთ, რომ მშვენიერ ელისს აქამდე რომელიმე საყვარელთან ერთ წელზე მეტი არასოდეს უცხოვრია.
 

0.150849