ფეხბურთი

11:47 | 22.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინის სასჯელი ემუქრება

“მანჩესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელ მანუელ პელეგრინის უეფასგან სანქცია ელის. სადისციპლინო კომიტეტი სპეციალისტის მიერ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით იმსჯელებს.

პელეგრინიმ “ბარსელონასთან” წაგების (0:2) შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შედეგი მნიშვნელოვანწილად მსაჯის - იუნას ერიქსონის მიკერძოებულმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა და იქვე დასძინა, ამ მსაჯის “სიტისა” და “ბარსელონას” თამაშზე დანიშვნა შეცდომა იყოო.

პელეგრინის საქმეს დისციპლინარები 28 თებერვალს განიხილავენ.

 

0.118812