ფეხბურთი

17:30 | 16.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინიმ ბრაზილიის გაწვრთნა იუარა

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი “მანჩესტერ სიტის” დამრიგებელ მანუელ პელეგრინის შესთავაზა. სამხრეთამერიკული გამოცემების ცნობით, ეს საკითხი უკვე ამოწურულია, რადგან ჩილელმა სპეციალისტმა ბრაზილიელები უარით გაისტუმრა.

შეგახსენებთ, ბრაზილიელები ეროვნული გუნდის თავკაცის გარეშე რამდენიმე დღის წინ დარჩნენ, მას შემდეგ, რაც ლუიშ ფელიპე სკოლარიმ თანამდებობა დატოვა.

 

0.115897