ფეხბურთი

10:45 | 4.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინი: “ოქროსკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ პრემიერლიგის 37-ე ტურის მატჩში “ევერტონის” დამარცხების (3:2) შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჩემპიონის ტიტულისკენ გუნდმა დიდი ნაბიჯი გადადგა. ამჟამად “სიტი” გათამაშების ცხრილის ლიდერია. სეზონის დასრულებამდე კი ჩასატარებელი ორი თამაშიღა რჩება.

“უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ და ოქროს მედალს ძალიან მივუახლოვდით. “ევერტონის” ძლევა, თან მისსავე მოედანზე ურთულესი საქმეა. შეგიძლიათ ისტორიას გადახედოთ, როგორ დასრულდა ამ გუნდთან სტუმრად ჩატარებული ჩვენი წინა შეხვედრები. წინ კიდევ ორი მატჩია, თან ისეთ გუნდებთან, რომლებიც უკვე აღარაფრისთვის იბრძვიან. შესაბამისად, ზედმეტი ზეწოლის გარეშე ითამაშებენ და შეეცდებიან, ქულები აგვართვან” – განაცხადა მანუელ პელეგრინიმ.

0.111486