“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გუნდის ახალწვეულის, ელიაკიმ მანგალას სათამაშო დროის მიღების შანსებზე საუბრობს.
“წინ ბევრი თამაში გველის. ის ფაქტი, რომ კომპანი-დემიკელისის წყვილი კარგად გამოიყურება, არ ნიშნავს, რომ მანგალა თავის შანსს არ მიიღებს.
მანგალას ბევრი რამ შეუძლია. ის ძალიან ძლიერი და სწრაფი მცველია. ელიაკიმი ჯერ მხოლოდ 23 წლისაა. ასე რომ, ის პროგრესს განაგრძობს. ჩვენ სწორედ ეს გვჭირდება.
როგორც უკვე ვთქვი, 3 ცენტრალური მცველი გვჭირდება. გუნდი ბევრ თამაშს ჩაატარებს და მანგალა თავის დროს მიიღებს, რომლის ოდენობაც მის თამაშზე იქნება დამოკიდებული.” – ციტირებს ჩილელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports-ი.