“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ ლიგის თასზე “ვესტ ჰემის” 9:0 (6:0, 3:0) განადგურების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამაყობს თავისი გუნდით.
“ჩვენ ფინალამდე მივედით. თან როგორ... 5 თამაშში 19 გოლი გავიტანეთ და მხოლოდ 1 გავუშვით. მეამაყება, რომ “მანჩესტერ სიტის” მწვრთნელი ვარ და ამ გუნდთან ერთად წარმატებისთვის ერთბაშად ოთხ ტურნირზე ვიბრძვი. ამ შემართებით უნდა გავაგრძელოთ და ყოველ მატჩში მხოლოდ მოგება უნდა დავგეგმოთ” – განაცხადა პელეგრინიმ.