ფეხბურთი

10:40 | 19.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინი აღშფოთებულია

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი ერთობ უკმაყოფილო დარჩა შვედი არბიტრის, იუნას ერიკსონის მსაჯობით, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში შინ “ბარსელონასთან” წაგების (0:2) შემდეგ: “პენალტამდე “ბარსელონას” საგოლე მომენტები არ ჰქონია. მსაჯი უბრალოდ მზად არ იყო ასეთი დონის მატჩის ჩასატარებლად. მან სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა. თერთმეტმეტრიანამდე ვერ შეამჩნია როგორ ეუხეშნენ ხესუს ნავასს, პენალტი კი შეცდომით დანიშნა, რადგან წესი საჯარიმოს გარეთ დაირღვა. ამის შემდეგ თამაში გაფუჭდა. მსაჯი შემდეგაც უშვებდა შეცდომებს, ამიტომ შეხვედრის ანალიზი გამიჭირდება.” – უთხრა მატჩის შემდეგ პელეგრინიმ Reuters-ს.

0.115467