თამაშგარე

19:34 | 13.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

პედროს რჩეულის საქორწინო იმედები

 

კატალონელი ფეხბურთელის, პედრო როდრიგეს ლედესმას, იგივე პედროს მეგობარი გოგო, კაროლინა მარტინი, დარწმუნებულია, რომ მისი და ”ფურია როხას” წევრის სიყვარული საბოლოო ჯამში აუცილებლად ქორწინებით დასრულდება და ამის პირობა მას პედროსგან უკვე აქვს.

მაშინ, როდესაც ქონების გაყოფის შიშით, მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა ცოლის მოყვანისაგან თავს იკავებს და ხელმოუწერლად ცხოვრობენ საყვარელ ადამიანებთან, პედროს მხრიდან ასეთი ”გარისკვა” ალბათ დასაფასებელიცაა და მისასალმებელიც.

პედროს რჩეულზე კი შეგვიძლია ის ვთქვათ, რომ კაროლინა მარტინი დამწყები მოდელია და მისი ტან-ფეხი ერთადერთხელ გამოჩნდა ბულვარული ესპანური ჟურნალის ფურცლებზე. თუმცა, მას ჯერ ყველაფერი წინა აქვს და თუკი ამას პედროს ცოლობაც დაემატება – პოპულარობა თქვენ მერე უნდა ნახოთ...

 

0.136309