ფეხბურთი

14:30 | 8.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

პავლოვიჩმა “ზესტაფონთან” კონტრაქტი გააფორმა

 

“ზესტაფონმა” სერბ მეკარე ბოიან პავლოვიჩთან კონტრაქტი გააფორმა. ზესტაფონელთა პრესამსახურის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელმა ქართულ კლუბს ბედი ორწელიწადნახევრით (ნახევარი წელი პლუს ორი) დაუკავშირა. ბოლოს პავლოვიჩი სერბეთში ბელგრადის ოფკ-ში გამოდიოდა.

“ზესტაფონმა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ომარ მიგინეიშვილი მიიწვია და ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. თუმცა, ეს ტრსანსფერი საბოლოოდ არ შედგა, რადგან მიგინეიშვილისთვის იმერული კლუბი წლის განმავლობაში მე-3 იქნებოდა, რაც ფიფას წესებით აკრძალულია. შედეგად, მიგინეიშვილი თბილისის “დინამოში” დაბრუნდა, ხოლო “ზესტაფონმა” პავლოვიჩი მიიწვია.

0.117223