ტურინის “იუვენტუსის” დირექტორი პაველ ნედვედი მიიჩნევს, რომ უეფას ევროპის 1/2-ფინალში ლისაბონის “ბენფიკას” ბარიერის დაძლევა იოლი არ იქნება. თუმცა, მან აღნიშნა, რომ ტურინელებისთვის სახლში ფინალის ჩატარების შანსი უდიდესი მოტივაცია იქნება.
“ფინალში გასვლა და ტურინში თამაში უდიდესი მოტივაციაა. თუმცა, “ბენფიკას” დამარცხება ძნელი იქნება” – იუწყება უეფას ვებგვერდი ტურინელთა დირექტორის სიტყვებს.