კალათბურთი

21:42 | 18.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

პაუ გასოლის დაბრუნება გადაიდო

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მძიმე ფორვარდმა პაუ გასოლმა შაბათის ვარჯიშის შემდეგ მარჯვენა ფეხის ტერფში ტკივილი იგრძნო და კვირას ექიმთან გაიარა კონსულტაცია, რის შემდეგაც მისი თამაში "ფინიქსის" წინააღმდეგ საეჭვოა. პაუს  დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით ისევ უცნობია - იტყობინება The Los Angeles Times.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ტრავმა 5 თებერვალს მიიღო და ამის შემდეგ იგი პარკეტზე აღარ გამოჩენილა.

გასოლმა მიმდინარე სეზონში 36 მატჩი ჩაატარა "ლეიკერსის" შემადგენლობაში. მისი საშუალო მონაგარი 33,4 წუთში 13,4 ქულა, 8 მოხსნა და 3,6 პასი გახლდათ.

 

თეგებიპაუ გასოლი -
0.116905