სხვა

0:23 | 24.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

პატრიკ ჰიკის მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს

კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 35-ე სემინარი მიმდინარეობს, სადაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის – ოლიმპიური სოლიდარობის ფორუმის ფარგლებში, ეოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

სხდომაში საქართველოდან მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ წარმოადგინა პრეზენტაცია, სადაც “თბილისი 2015”-ის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ ბოლო პერიოდში შესრულებული სამუშაოები და სამომავლო გეგმები იყო ასახული. საქართველოს დელეგაციამ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების აღმასრულებელი საბჭოს წევრებისგან უმაღლესი შეფასება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საანგარიშო პერიოდში მიღწეული პროგრესისთვის და “თბილისი 2015” -ის მზადების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების სემინარი კვიპროსში 24 მაისამდე გაგრძელდება.

www.geonoc.org.ge

0.144928