შვეიცარიელ ჩოგბურთელ ქალს, პატი შნიდერს, სხვადასხვა ბანკის ვალები ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ როდესაც მოქმედი ჩოგბურთელი იყო, ბანკები მის ცნობადობას სცემდნენ პატივს და ვალების გადაუხდელობის გამო, მკაცრ ზომებს არ იღებდნენ. ახლა კი მდგომარეობა ძალიან შეიცვალა.
პატი შნაიდერი უკვე ერთი წელია, რაც მეუღლესთან ერთად გერმანიაშია გაქცეული და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს... მას შვეიცარიის ბანკები და ხელისუფლება ორ მილიონ ევროს ედავებიან და ამ ფულის გადაუხდელობის გამო, ქალაქ ლოზანას სასამართლომ ჩოგბურთელის დაკავების გადაწყვეტილებაც კი მიიღო.
პატიმ სპორტული კარიერა შარშან დაასრულა და წესით, გვარიანი დანაზოგიც უნდა ჰქონოდა. თუმცა, რამდენიმე ბიზნესში არ გაუმართლა და მისი ვალების ზრდაც ამან გამოიწვია. გერმანელები შვეიცარიელი ჩოგბურთელისათვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემისაგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. თუმცა, პატი შნაიდერს გერმანიაში დროებით ცხოვრების უფლება კი მიანიჭეს.