არა მხოლოდ ფეხბურთის ქომაგებმა, არამედ ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქეებმაც კი იციან, ვინაა ლარისა რიკელმე – ყველაზე სექსუალური ქალბატონი ფეხბურთის ქომაგთა რიგებში, რომელიც პოპულარული გახდა 2010 წლის მუნდიალის შემდეგ, რომელზეც თავისი ქვეყნის ნაკრებს მართლაც რომ გულმხურვალედ გულშემატკივრობდა.
ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პარაგვაელმა ლამაზმანმა მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა და თაყვანისმცემელთა უაზარმაზარი არმია კიდევ უფრო გაზარდა. მას არაოფიციალურად უკვე მიენიჭა ყველაზე სექსუალური ქომაგის სტატუსი და არცთუ უსაფუძვლოდ. მაგრამ ნათქვამია – მჯობზე მჯობი არ დაილევაო... და რიკელმესაც კონკურენტი გამოუჩნდა - თავისივე თანამემამულე, მართლაც რომ შესაშური გარეგნობის პატი ორუე.
ეს სექსუალური ლამაზმანი პარაგვაის ეროვნული ნაკრების არც ერთ მატჩს არ აცდენს და თაყვანისმცემლების არმიას იკრებს. დაველოდოთ გადამწყვეტ მომენტს, _ ბრაზილიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს, სადაც გამოჩნდება, რომელი უფრო პოპულარული იქნება და ჩამოართმევს თუ არა პატი ორუე ლარისა რიკელმეს ყველაზე სექსუალური ქომაგის სტატუსს...