ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “პარი სენ-ჟერმენი” ნახევარმცველ ხავიერ პასტორეს გაყიდის. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.
როგორც ირკვევა, პარიზელები 24 წლის არგენტინელში 15 მილიონ ევროს ითხოვენ. პასტორეს შეძენით, მილანის “ინტერი”, მადრიდის “ატლეტიკო” და “რომა” არიან დაინტერესებულნი. თავად ნახევარმცველისთვის პრიორიტეტული იტალიაში დაბრუნებაა. მოგეხსენებათ, პასტორე პსჟ-ში გადასვლამე “პალერმოს” ღირსებას იცავდა.
ცნობისათვის, საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში, პასტორემ პარიზელთა მაისურით 29 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ გოლით გამოირჩა.