ფეხბურთი

14:32 | 12.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

პასარელამ “რივერის” გავარდნაში გრონდონა დაადანაშაულა

არგენტინული “რივერ პლეიტის” პრეზიდენტმა დანიელ პასარელამ ამ რანგში ბოლო პრესკონფერენცია გამართა.

15 დეკემბერს კლუბში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება და მასში მონაწილეობაზე ლეგენდარულმა არგენტინელმა უარი განაცხადა. 2011 წელს “რივერ პლეიტი” ქვეყნის ნაციონალური ჩემპიონატის “ბ” დივიზიონში გავარდა და ამაში პასარელამ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდემტი ხულიო გრონდონა დაადანაშაულა.

“მე მივედი არგენტინის ფეხბურთის ასოციაციაში და გრონდონას ვუთხარი, რომ დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყო. ამ შეხვედრის შემდეგ “რივერს” ელიტაში დარჩენის შანსი არც მოურინიოს და არც გვარდიოლას ხელში აღარ ექნებოდა. ოთხი წელიწადი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ “რივერ პლეიტი” ორმოდან ამოგვეყვანა. როდესაც კლუბში მე მოვედი, გუნდი უკვე იძირებოდა და საბოლოოდ “ბ” დივიზიონში გავარდა. ზუსტად ვიცი, რომ არჩევნებში მონაწილეობას თუ მივიღებ, მას აუცილებლად მოვიგებ, მაგრამ ასე არ მოვიქცევი. მზად ვარ ამ გუნდისთვის ცხოვრებაც გავწირო, მაგრამ ვფიქრობ, კლუბში აღარასდროს დავბრუნდები” - განაცხადა პასარელამ.

0.120277