ფეხბურთი

14:53 | 4.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“პარმას” დესტრო სურს

ზამთრის სატრანსფერო სეზონში, “რომა” 22 წლის ფორვარდის – მატიე დესტროს გასხვისებას გეგმავს. აპენინური პრესის ცნობით, იტალიელის ხილვით სერიოზულადაა დაინტერესებული “პარმას” თავკაცი რობერტო დონადონი.

იტალიელ სპეციალისტს გადაწყვეტილი აქვს, რომ დესტრო თავისი გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალად აქციოს. თავის მხრივ, “რომას” გადასაწყვეტი ის აქვს, გაყიდოს თუ იჯარით გაუშვას ფორვარდი.

აღსანიშნავია, რომ ტრავმების გამო, დესტროს მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშია.

 

0.124996